Accessibility links

ლონდონში 600 პირს წაუყენეს ბრალდებები არეულობასთან დაკავშირებით


ლონდონში პოლიციის განცხადებით, 600-მდე პირს წაუყენეს ბრალდებები ბოლო დღეების არეულობებთან დაკავშირებით. სულ ბრიტანეთში 1700-ზე მეტი პირია დაკავებული არეულობებსა და ძარცვაში მონაწილეობაში ეჭვმიტანის საფუძველზე. არეულობა შაბათს დაიწყო ლონდონში და მალე გავრცელდა ინგლისის რამდენიმე ქალაქზე. დაიღუპა ხუთი ადამიანი. პოლიცია აწარმოებს მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი პირის დაკითხვას. პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა პირობა დადო, რომ შეიპყრობენ და გაასამართლებენ პირებს, ვინც კანონი დაარღვია ბრიტანეთში ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბური არეულობის დროს.
XS
SM
MD
LG