Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი ბოდიშს იხდის ბელორუს აქტივისტებზე ინფორმაციის გაცემის გამო


პოლონეთი ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ მინსკს მიაწოდა ინფორმაცია რამდენიმე ბელორუსი აქტივისტის საბანკო ანგარიშების შესახებ. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, რადოსლავ შიკორსკიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ეს გადაწყვეტილება შეცდომა იყო და პოლონეთის გენერალურმა პროკურატურამ ინფორმაცია გასცა მიუხედავად საგარეო უწყების გაფრთხილებისა, არ დაეკმაყოფილებინა მინსკის თხოვნა მისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ. ბელორუსი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციამ შესაძლოა, ხელი შეუწყო ალეს ბიალიატსკის დაპატიმრებას. ბიალიატსკი, რომელიც უფლებადამცავ ორგანიზაცია „ვიასნას“ ხელმძღვანელია, ამ თვეში დაკავეს გადასახადების გადაუხდელობის ბრალდებით.
XS
SM
MD
LG