Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭის აეროპორტში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან მინსკში მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი


ბათუმიდან მინსკში მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავის რუსეთში ავარიულად დაშვების ინფორმაცია დაადასტურა საქართველოში ბელორუსიის ავიაკომპანია ”ბელავიის” წარმომადგენლობამ. მისი განმარტებით, თვითმფრინავში ჰერმეტულობის დარღვევის გამო, ეკიპაჟის კაპიტანმა სოჭის აეროპორტში დაშვება გადაწყვიტა. მანამდე რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ბელორუსიის ავიაკომპანიის კუთვნილ ბოინგ 737-ში, რომელიც სოჭის აეროპორტში იძულებით დაეშვა, ჰერმეტულობა აერონავიგაციის თბილისის ზონაში დაირღვა.
XS
SM
MD
LG