Accessibility links

logo-print

კოკოითი მზად არის, რუს ბიზნესმენებს მიწა 99-წლიანი იჯარით გადასცეს


რუსეთი და სამხრეთ ოსეთი სამოკავშირეო სახელმწიფოდ უნდა იქცნენ - ამის შესახებ დღეს კვლავ განაცხადა ედუარდ კოკოითიმ, რომელიც ცხინვალში შეხვდა ახალგაზრდული ფორუმის ”ირისტონის” მონაწილეებს. როგორც სააგენტო ”რესი” იუწყება, კოკოითიმ რუსეთთან სამოკავშირეო სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას რთული უწოდა და დასძინა, რომ ამგვარი კავშირისთვის საბრძოლველად მზად არის. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა დღეს ასევე განაცხადა, რომ მზად არის რუს ბიზნესმენებს მიწა 99-წლიანი იჯარით გადასცეს.
XS
SM
MD
LG