Accessibility links

აზერბაიჯანში ოფისი დაუნგრიეს უფლებადამცავ ორგანიზაციას


აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ოფისი დაუნგრია უფლებადამცავ ჯგუფს, მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტს, რომელიც ცნობილია ბაქოში მიმდინარე მშენებლობების კრიტიკით. შენობა, რომელშიც ამ ორგანიზაციას ჰქონდა ოფისი, სახმელეთო ნაღმების პრობლემაზე მომუშავე ორგანიზაციასთან და ქალთა კრიზისულ ცენტრთან ერთად, ხუთშაბათს ღამით დაანგრიეს წინასწარ გაფრთხილების გარეშე. შენობის დანგრევის გეგმა არსებობდა, მაგრამ უფლებადამცავ ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩის“ ინფორმაციით, სასამართლოს ჯერ არ ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG