Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ჯარები ქალაქ ლატაკიაში შეიჭრნენ


სირიის ჯარები ზღვისპირა ქალაქ ლატაკიაში შეიჭრნენ, რითაც გრძელდება პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ოპონენტთა წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები. ოპოზიციონერების ცნობით, ქუჩებში 20-მდე ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი დგას. მანამდე ლატაკიაში მასშტაბური დემონსტრაციები ჩატარდა. პარასკევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გამოვიდა მოწოდებით, შეწყვიტონ უცხოეთში სირიისაგან ნავთობის და გაზის შეძენა, რათა აიძულონ პრეზიდენტ ასადს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტა. ამასთან ინტერვიუში, რომელიც კლინტონმა ტელეკომპანია CBS-ს მისცა, მას არ მოუთხოვია ბაშარ ალ-ასადის გადადგომა. ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, ვაშინგტონის ადმინისტრაციას გადაწყვეტილი აქვს, მომდევნო დღეებში მიმართოს სირიის პრეზიდენტს გადადგომის მოწოდებით. აქტივისტებისა და თვითმხილველების განცხადებით, გუშინ სირიაში, სულ ცოტა, 11 დემონსტრანტი დახოცეს პარასკევის ლოცვის შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე.
XS
SM
MD
LG