Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის პოლიცია გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს


ბრიტანეთის პოლიცია გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს შაბათ-კვირას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ლონდონის პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, დედაქალაქში უსაფრთხოებაზე ზრუნავს 16 000 პოლიციელი მაშინ, როცა ჩვეულებრივ, მათი რიცხვი 2 500-ს არ აღემატება ხოლმე. გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს პოლიცია რამდენიმე სხვა ქალაქშიც, მათ შორის ბირმინგემში და ლივერპულში, თუმცა არეულობა აღარ არის მოსალოდნელი ბოლო ორი მშვიდი ღამის შემდეგ. პოლიციის მონაცემებით, დაკავებულია 1900-ზე მეტი ადამიანი და თითქმის 700-ს წაუყენეს ბრალდებები ძალადობასთან, წესრიგის დარღვევასთან და ძარცვასთან დაკავშირებით. ლონდონში, ბირმინგემსა და მანჩესტერში სასამართლოები უკვე მეორე ღამე დარჩა ღია, არეულობაში მონაწილეობის გამო დაკავებულების გასასამართლებლად. არეულობა ერთი კვირის წინ, შაბათს დაიწყო ლონდონში, ინგლისის სხვა ქალაქებზეც გავრცელდა და ოთხი ღამე გაგრძელდა. დაიღუპა ხუთი ადამიანი. პოლიცია აწარმოებს მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი პირის დაკითხვას. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი პირობას დებს, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ თავიანთ ნამოქმედარზე.
XS
SM
MD
LG