Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის მთავრობამ დაამტკიცა ხარჯების დასაზოგი ახალი ზომები


იტალიის მთავრობამ დაამტკიცა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ხარჯების მკვეთრად დასაზოგ მორიგ ზომებს, ევროპის ცენტრალური ბანკის შესაბამისი მოთხოვნის საპასუხოდ. ცენტრალური ბანკი შეშფოთებას გამოთქვას ევროზონაში საფინანსო კრიზისის გავრცელების საფრთხის გამო. იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის განცხადებით, გეგმა, რომელიც ხარჯებს ამცირებს 45,5 მილიარდი ევროთი, ბიუჯეტის 2013 წლამდე დასაბალანსებლად, მტკივნეულია, მაგრამ გარადაუვალი. „ეს მთავრობა თავს იწონებდა იმით, რომ არასოდეს ჩაუყვია ხელი იტალიელების ჯიბეებში, მაგრამ მსოფლიოში ვითარება შეიცვალა. აღმოვჩნდით უდიდესი გლობალური გამოწვევის წინაშე“, განაცხადა ბერლუსკონიმ. საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვა ითვალისწინებს 50 ათასამდე სამუშაო ადგილის გაუქმებას საჯარო სექტორში და მაღალშემოსავლიანებისათვის გადასახადის გაზრდას. ბერლუსკონის კაბინეტმა ზომები დაამტკიცა მიუხედავად ადგილობრივი მთავრობების კატეგორიული წინააღმდეგობისა, ზომების, მათი შეფასებით, სოციალური უსამართლობისა და ეკონომიკურ ზრდაზე მათი უარყოფითი გავლენის გამო. ახალი ზომები ემატება ხარჯების შეკვეცას, რომელთა შესახებაც ივლისში გამოაცხადეს.
XS
SM
MD
LG