Accessibility links

logo-print

დევნილთა ნაწილი ნებაყოფლობით ტოვებს სასტუმრო „აფხაზეთს“


თბილისიდან იუწყებიან, რომ დევნილთა ნაწილი ნებაყოფლობით ტოვებს სასტუმრო „აფხაზეთის“ შენობას. ეს პირები თანახმა არიან 10 000-დოლარიან კომპენსაციაზე, რომელიც მათ ხელისუფლებამ შესთავაზა. ხოლო დანარჩენი დევნილები, რომლებისთვისაც მიუღებელია ხელისუფლების ყველა შეთავაზება, მათ შორის რუსთავში მშენებარე ბინები, კვლავაც სასტუმროში რჩებიან და პროტესტს გამოთქვამენ მათი გამოსახლების გეგმის გამო. მათ 15 აგვისტომდე აქვთ ვადა სასტუმროს დასატოვებლად. სასტუმრო "აფხაზეთში" სულ 300-მდე ოჯახი ცხოვრობს, რომელთაგანაც, დევნილების განცხადებით, 170-მდე ოჯახი დაყაბულდა კომპენსაციას.
XS
SM
MD
LG