Accessibility links

logo-print

გერმანიაში აღნიშნავენ ბერლინის კედლის აგების 50-ე წლისთავს


გერმანიაში აღნიშნავენ ბერლინის კედლის აგების 50-ე წლისთავს. კედელი, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტურმა რეჟიმმა ააშენა, 28 წელი ყოფდა დასავლეთ და აღმოსავლეთ ბერლინს. ბერლინელებმა 1961 წლის 13 აგვისტოს დილას აღმოაჩინეს, რომ სარკინიგზო კავშირები გაწყვეტილი იყო, ქუჩები ჩაკეტილი და შეიარაღებულ ჯარისკაცებს მოტანილი ჰქონდა მავთულხლართები და ცემენტის ბლოკები კედლის ასაშენებლად. დროთა განმავლობაში კედელი აამაღლეს და სიგრძეში 155-ტ კილომეტრამდე გაზარდეს. ოფიციალური მონაცემებით, კედელთან 136 ადამიანია მოკლული, ქალაქის ერთი ნაწილიდან მეორეში გადასვლის მცდელობისას. მათ ხსოვნას პატივი მიაგეს წუხანდელ საგანგებო ღვთისმსახურებაზე. დღეს გამართულ ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდნენ ბერლინის მერი კლაუს ვოვერაიტი, გერმანიის პრეზიდენტი კრისტიან ვულფი და კანცლერი ანგელა მერკელი. ბერლინის კედელი 1989 წლის 9 ნოემბერს დაეცა.
XS
SM
MD
LG