Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიელი მეამბოხეები ტრიპოლისაკენ მიიწევენ


ლიბიელმა მეამბოხეებმა დღეს 25 კილომეტრით წინ წაიწიეს ზღვისპირა ქალაქ ზავიაჰისაკენ, მთავრობის ჯარებთან ინტენსიური შეტაკების შემდეგ. ამასთან, მეამბოხეებმა, მათი პრესმდივნის განცხადებით, კონტროლი დაამყარეს მთიან რეგიონში მდებარე ქალაქ ღარიანზე, რომელსაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მდებარეობა აქვს და დედაქალაქის სამხრეთით, 80-მდე კილომეტრში მდებარეობს. მეამბოხეებმა ახალი მასშტაბური იერიში წამოიწყეს ტრიპოლის დასავლეთით მდებარე ზღვისპირა დაბლობის გასაკონტროლებლად. აღმოსავლეთ ლიბიიდან კი იუწყებიან, რომ, მედიკოსების განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში 21 მეამბოხე და მთავრობის ჯარების წევრი დაიღუპა ბრძოლაში ბრეგის ნავთობტერმინალის გასაკონტროლებლად.
XS
SM
MD
LG