Accessibility links

logo-print

რუსეთში ბრალდებები წაუყენეს ორ ექიმს, ციხეში მაგნიტსკის სიკვდილთან დაკავშირებით


რუსეთში ბრალდებები წაუყენეს ორ ექიმს, 2009 წელს ციხეში ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, დადგენილია პირდაპირი კავშირი მაგნიტსკის სიკვდილსა და ორ ექიმს შორის. მაგნიტსკი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა პანკრეატიტით ისე, რომ მისთვის არ აღმოუჩენიათ სათანადო სამედიცინო დახმარება. ის უნდა გაესამართლებინათ გადასახადების გადაუხდელობისა და თაღლითობის ბრალდებების საფუძველზე. მაგნიტსკის ახლობლები აცხადებენ, რომ ავადმყოფს არ უმკურნალეს მის სამუდამოდ გასაჩუმებლად და რომ მისთვის წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო.
XS
SM
MD
LG