Accessibility links

ერაყში ძალადობამ ხუთი ადამიანი შეიწირა


ერაყში, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა აფეთქებებისა და სროლის შედეგად. პოლიციის ცნობით, წუხელ დასავლეთ ბაღდადში მოწყობილმა აფეთქებამ ორი სამოქალაქო პირი შეიწირა, დაიჭრა 13 ადამიანი. აფეთქება მოეწყო ხალხით სავსე კაფეებთან. ასევე ოფიციალური ინფორმაციით, გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი ერაყელი ჯარისკაცი და ერთი პოლიციელი. ამ ცნობით, აფეთქება მოეწყო დასახლებაში სახელწოდებით ალ-ბაღდადი. ხოლო დედაქალაქში შეიარაღებულმა პირებმა სიცოცხლეს გამოასალმეს შიიტი სასულიერო პირი.
XS
SM
MD
LG