Accessibility links

logo-print

პრაღაში პირველად გაიმართა სექსუალურ უმცირესობათა „სიამაყის აღლუმი“


ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში პირველად ჩატარდა სექსუალურ უმცირესობათა „სიამაყის აღლუმი“. ცნობების თანახმად, აქციაში მონაწილეობდა 3000-მდე ადამიანი. პრაღის ცენტრშივე გაიმართა „სიამაყის აღლუმის“ მოწინააღმდეგეთა რამდენიმე აქცია. რაიმე დაპირისპირება არ მომხდარა. პრაღა ამ დღეებში მასპინძლობს სექსუალურ უმცირესობათა კულტურის ფესტივალს, რომელიც იმართება პრაღის მერის, ბოჰუსლავ სვობოდას ეგიდით.
XS
SM
MD
LG