Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიელმა მეამბოხეებმა ქალაქი ზავია დაიპყრეს


ლიბიელმა მეამბოხეებმა დაიპყრეს ხმელთაშუა ზღვის პირა ქალაქი ზავია, რომელიც დედაქალაქ ტრიპოლის დასავლეთით, 50-მდე კილომეტრში მდებარეობს. მეამბოხეების წინსვლა მოჰყვა ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ერთგულ ჯარებთან ინტენსიურ ბრძოლას. ცნობების თანახმად, კადაფის მომხრე მებრძოლები, მათ შორის სნაიპერები, ჯერ კიდევ რჩებიან ზავიაში და შიგადაშიგ ისმის სროლის ხმა. მეამბოხეები შემდეგ მიზნად ასახელებენ ტრიპოლის აღებას. მას შემდეგ, რაც ლიბიაში ამბოხება დაიწყო ამ ნახევარი წლის წინ, ზავიას დაპყრობა მიჩნეულია მეამბოხეების ყველაზე მნიშვნელოვან წინსვლად ტერიტორიაზე, რომელსაც მუამარ კადაფი აკონტროლებს.
XS
SM
MD
LG