Accessibility links

logo-print

ბრიტანეთში ორ პირს წაუყენეს არეულობის დროს მკვლელობის ბრალდებები


ბრიტანეთის განცხადებით, ორ პირს, მათ შორის ერთ მოზარდს წაუყენეს არეულობების დროს სამი მამაკაცის მკვლელობის ბრალდება. სამ მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა, როცა ისინი ცდილობდნენ, მძარცველებისაგან დაეცვათ საკუთარი ქონება. არეულობა ამ ერთი კვირის წინ, შაბათს დაიწყო ლონდონში და მალე გავრცელდა ინგლისის რამდენიმე სხვა ქალაქზე. სამი მამაკაცი დაიღუპა ოთხშაბათს დილას ბირმინგემში, ბენზინით გასამართი სადგურის შესასვლელთან. ბირმინგემში 500-ზე მეტი პირია დაკავებული გასული კვირის არეულობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG