Accessibility links

logo-print

ბირმელი ოპოზიციონერი პირველ პოლიტიკურ ტურნეს მართავს


ბირმაში ოპოზიციის ლიდერმა, ანგ სან სუ ჩიმ პოლიტიკური ტურნე დაიწყო მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ ტურნეს გამო ის შესაძლოა, დააპატიმრონ. ანგ სან სუ ჩი, რომელიც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატია, 40 ავტომანქანის კორტეჟით გაემგზავრა იანგონიდან, ოპოზიციურ პარტია დემოკრატიის ეროვნული ლიგის ლიდერების თანხლებით. ანგ სან სუ ჩი 13 ნოემბერს გაათავისუფლეს შვიდწლიანი შინა პატიმრობის შემდეგ. ის ხელმძღვანელობს დემოკრატიის ეროვნულ ლიგას, რომელმაც გაიმარჯვა 1990 წლის საყოველთაო არჩევნებში, მაგრამ სამხედრო რეჟიმმა არ დაუშვა მისი ჩადგომა ხელისუფლების სათავეში.
XS
SM
MD
LG