Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირმაში ათასობით ადამიანი ეგებება ოპოზიციის ლიდერს


ბირმაში ათასობით ადამიანი ეგებება ოპოზიციის ლიდერს, ანგ სან სუ ჩის, რომელმაც დღეს დაიწყო პირველი პოლიტიკური ტურნე შვიდწლიანი შინა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ. ანგ სან სუ ჩიმ სიტყვით მიმართა მასთან შესახვედრად შეკრებილებს ქალაქ ბაგოში, რომელიც დედაქალაქ რანგუნის ჩრდილოეთით, 80-მდე კილომეტრში მდებარეობს. მან მომხრეებს მოუწოდა, მოთმინება იქონიონ, სანამ ის ცდილობს ბირმის მმართველ სამხედრო რეჟიმთან მოლაპარაკებას დემოკრატიული ცვლილებების განსახორციელებლად. ანგ სან სუ ჩიმ, რომელიც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატია, ტურნე დაიწყო ორ დღეში მას შემდეგ, რაც შეხვდა ბირმის შრომის მინისტრ ან ჩის. მათ გამოუშვეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც გამოთქვამენ თანამშრომლობის სურვილს ქვეყანაში სტაბილიზაციისა და ეკონომიკური განვითარების მისაღწევად.
XS
SM
MD
LG