Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში 32 ადამიანი დაიღუპა მთავრობის ჯარების იერიშების შედეგად


სირიაში უფლებადამცავი ორგანიზაციის განცხადებით, 32 სამოქალაქო პირი დაიღუპა ძალადობის შედეგად, რომელსაც მთავრობა აგრძელებს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების ჩასახშობად. სირიის რევოლუციის საკორდინააციო კავშირის ინფორმაციით, მსხვერპლის უდიდესი ნაწილი აღირიცხა ზღვისპირა ქალაქ ლატაკიაში, სადაც სირიის არმიის ქვემეხიანმა ნავებმა და ტანკებმა ცეცხლი გაუხსნეს მჭიდროდ დასახლებულ უბნებს. ლატაკიაში, სავარაუდოდ, 24 ადამიანი დაიღუპა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ეს იყო ყველაზე მასშტაბური ძალადობის დღე ლატაკიაში მას შემდეგ, რაც მარტში დაიწყო ანტისამთავრობო გამოსვლები. იუწყებიან ასევე, რომ სირიაში მაინც გრძელდება მრავალათასიანი აქციები ალ-ასადის რეჟიმისათვის ბოლოს მოღების მოთხოვნით. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი კიდევ ერთხელ გამოვიდნენ მოწოდებით, ბოლო მოეღოს სისხლისღვრას სირიაში.
XS
SM
MD
LG