Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქალაქო სასამართლომ მოწმეთა დაკითხვა დაასრულა ბადრი ბიწაძის საქმეზე


თბილისის საქალაქო სასამართლომ, რომელიც სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის ბადრი ბიწაძის საქმეს მის დაუსწრებლად განიხილავს, მოწმეთა დაკითხვა დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ბიწაძეს, რომლის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია, წინასწარ შექმნილი ჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. მისმა ადვოკატმა ლევან სამუშიამ სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” დღეს განუცხადა, რომ სასამართლო არ დაელოდა 18 აგვისტოს, სახალხო კრების თავმჯდომარის ნონა გაფრინდაშვილის საქართველოში დაბრუნებას და შესაბამისად, უარი თქვა მოწმედ მის დაკითხვაზე. ადვოკატი ვარაუდობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო ბადრი ბიწაძეს განაჩენს 17 აგვისტოს გამოუტანს.
XS
SM
MD
LG