Accessibility links

გაერო გამოთქვამს მოწოდებას, გამოძიებულ იქნეს სამხრეთ სუდანში ჩადენილი მძიმე დანაშაულები


გაეროს ადამიანის უფლებათა უწყება გამოთქვამს მოწოდებას, გულდასმით იქნეს გამოძიებული სავარაუდო სამხედრო დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ სუდანის სამხრეთ კორდოფანის რეგიონში. საერთაშორისო ექსპერტების მიერ დღეს, ჟენევაში გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, მიმდინარე წლის 5-დან 30 ივნისამდე, სუდანის შეიარაღებული ძალების მიერ ამ რეგიონზე მიტანილი საჰაერო იერიშების მსვლელობაში დაიღუპა მრავალი მშვიდობიანი მოსახლე. დასკვნაში საუბარია, აგრეთვე, სუდანის ოპოზიციური სახალხო მოძრაობის იმ წევრთა დახოცვაზე, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებოდნენ. სუდანში ახლახან გაჩაღებული სამოქალაქო ომში სამხრეთ კორდოფანის მოსახლეობა მხარს უჭერდა ქვეყნის სამხრეთში მოქმედ მეამბოხეებს, რომლებმაც 9 ივლისს სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
XS
SM
MD
LG