Accessibility links

ჰოსნი მუბარაქის სასამართლო 5 სექტემბრამდე გადაიდო


ეგვიპტეში 5 სექტემბრამდე გადაიდო ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქისა და მისი ორი ვაჟის სასამართლო პროცესი. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე აჰმად რეფაატმა, რომელმაც, ამასთანავე, დაადგინა, რომ სასამართლო მოსმენა არ გადაიცემა ტელევიზიის პირდაპირი ეთერით. მუბარაქს, რომლის პროცესი 3 აგვისტოს დაიწყო, ბრალად ედება მიმდინარე წლის დასაწყისში, დემონსტრანტთა მასობრივ დახოცვაში მონაწილეობა და კორუფციული გარიგებები. 83 წლის ექს-პრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფს. სუსტი ჯანმრთელობის გამო მუბარაქი სასამართლოს დარბაზში ინვალიდის ეტლით დაჰყავთ.
XS
SM
MD
LG