Accessibility links

logo-print

ერაყში, აფეთქებების შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა


დღეს ერაყის ათზე მეტ ქალაქში მოხდა აფეთქებები, რომელთა შედეგად დაიღუპა რამდენიმე ათეული და დაშავდა 200-მდე ადამიანი. ყველაზე სისხლიანი თავდასხმა განხორციელდა ცენტრალური ერაყის ქალაქ კუტში. იქ ორი ბომბის აფეთქებამ 34 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა; კიდევ 60-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, ბომბი აფეთქდა ხალხმრავალ ბაზარში, რასაც ცოტა ხანში - მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილზე მაშველები და ცნობისმოყვარეები შეიკრიბნენ - მეორე აფეთქება მოჰყვა. დღესვე, აფეთქებები მოხდა ნაჯაფში, თიქრითში, ქირქუქში, ქარბალასა და სხვა ქალაქებში.
XS
SM
MD
LG