Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეგვიპტეში ჩავიდა


ეგვიპტის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, დღეს კაიროში, ოჯახის ცხრა წევრთან ერთად, ჩავიდა ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნასრ მაბრუქ აბდულა. მანამდე საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ აბდულამ ზურგი შეაქცია ლიბიის ლიდერს მუამარ კადაფის და ქვეყნიდან გაქცევას აპირებს. კაიროში აბდულა კერძო თვითმფრინავით ჩავიდა - როგორც თავად ამტკიცებს, ტურისტულ მოგზაურობაში. კადაფიმ აბდულა საგარეო უწყების ხელმძღვანელად ივნისში დანიშნა - მას შემდეგ, რაც წინა მინისტრი მეამბოხეების მხარეს გადავიდა. ამასობაში დასავლეთ ლიბიაში გრძელდება ბრძოლები. მეამბოხეთა მტკიცებით, მათ დაიკავეს ქალაქი ზავია და ახლა დედაქალაქ ტრიპოლისკენ მიიწევენ. მუამარ კადაფიმ თავის მომხრეებს მოუწოდა, დაიწყონ „განმათავისუფლებელი ლაშქრობა“ მეამბოხეებისა და მათი მხარდამჭერი ნატოს ძალების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG