Accessibility links

logo-print

ბიშკეკში დემონსტრანტებმა ხელი შეუშალეს პარლამენტის სესიის დროულად დაწყებას


ბიშკეკში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გადაკეტა ყირგიზეთის პარლამენტის შენობასთან მისასვლელი გზა, რამაც ხელი შეუშალა საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სესიის დროულად დაწყებას. აქციის მონაწილეებს შორის არიან 2010 წლის 7 აპრილს დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახების წევრები. მაშინ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეტაკების შედეგად დაიღუპა 90-მდე ადამიანი, ხოლო კიდევ 300-ზე მეტი პირი დაშავდა. მომიტინგეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, ციხიდან შინა პატიმრობაში გადაეყვანათ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვაქტიბეკ კალიევი, რომელსაც პროკურორი დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანების გაცემაში ადანაშაულებს. პარლამენტთან შეკრებილები დეპუტატებისგან მოითხოვენ, კილიევი კვლავ ციხეში დააბრუნონ.
XS
SM
MD
LG