Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკება გაიმართება


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა თავისი წარმომადგენელი გაგზავნა ტუნისში, რათა მან მოლაპარაკება გამართოს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფისა და მასთან დაპირისპირებული ძალების წარმომადგენლებთან. თავისი მისიის მიზნებზე საუბრისას, იორდანიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა აბდულ ილაჰ ალ-ხათიბმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება ტუნისის დედაქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართება. გავრცელებული ცნობების თანახმად, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა - ტუნისის კუთვნილ კუნძულ ჯერბაზე, ხმელთაშუა ზღვაში. დღესვე გავრცელდა ცნობა, რომ დღეს კაიროში, ოჯახის ცხრა წევრთან ერთად, ჩავიდა ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნასრ მაბრუქ აბდულა - როგორც თავად განაცხადა, ტურისტულ მოგზაურობაში. ამასობაში დასავლეთ ლიბიაში გრძელდება ბრძოლები. მეამბოხეთა მტკიცებით, მათ დაიკავეს ქალაქი ზავია და ახლა დედაქალაქ ტრიპოლისკენ მიიწევენ. მუამარ კადაფიმ თავის მომხრეებს მოუწოდა, დაიწყონ „განმათავისუფლებელი ლაშქრობა“ მეამბოხეებისა და მათი მხარდამჭერი ნატოს ძალების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG