Accessibility links

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ”საშიშროების ახალ ზონაზე” ლაპარაკობს


მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროპის მთავრობებმა ისე უნდა მოახდინონ თავიანთი ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია, რომ საფინანსო ბაზრების მიმართ ნდობა აღდგეს, რადგან მსოფლიო ეკონომიკა საშიშროების ახალ ზონაში შედის. რობერტ ზელიკმა დღეს განაცხადა, რომ საკრედიტო კრიზისმა ევროპაში და ვაშინგტონში ვალის ლიმიტზე პოლიტიკურმა დაპირისპირებამ ”გამოიწვია მღელვარება და გაურკვევლობა გლობალური ეკონომიკის მიმართ”, რამაც თავის მხრივ საფუძველი შეუქმნა მკვეთრ დაღმასვლას საფონდო ბირჟებზე. ზელიკი მიესალმა ცნობას იმის თაობაზე, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გასულ კვირაში იტალიისა და ესპანეთის 22 მილიარდი ევროს ობლიგაციები შეიძინა იმ შიშის გამო, რომ ეს ორი ქვეყანა ვერ შეძლებდა მაღალი დავალიანების მართვას. თუმცა, ზელიკი თვლის, რომ ცენტრალური ბანკის ეს ნაბიჯი მოკლევადიან შედეგს მოიტანს და არ შეცვლის პრობლემას, რომელიც საფუძვლად უდევს მაღალი ვალების წარმოქმნას.
XS
SM
MD
LG