Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ლტოლვილთა ბანაკი ათასობით პალესტინელმა დატოვა


გაერო აცხადებს, რომ ათასობით პალესტინელი ლტოლვილი იძულებული გახდა დაეტოვებინა ლტოლვილთა ბანაკი სირიის ქალაქ ლატაკიაში, რისი მიზეზიც ქალაქზე სამთავრობო ძალების მიერ წარმოებული იერიშია. გაეროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ლტოლვილთა ბანაკში სულ ცოტა 4 ადამიანია დაღუპული. ბანაკი, სადაც 10000 ადამიანი აფარებდა თავს, ნახევარმა დატოვა. გაეროს წარმომადგენელი დაუყოვნებლივი დახმარებისკენ მოწოდებით გამოდის. გუშინ გავრცელდა ცნობა ლატაკიაზე ინტენსიური იერიშის განახლების შესახებ. ადგილობრივი აქტივისტების თანახმად, სულ ცოტა 27 ადამიანია დაღუპული ბოლო სამი დღის განმავლობაში.
XS
SM
MD
LG