Accessibility links

logo-print

მერკელი და სარკოზი ვალების კრიზისზე მსჯელობენ


საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და გერმანიის კანცლერი დღეს პარიზში ევროზონის ქვეყნებში ვალების კრიზისთან ბრძოლის გზებზე იმსჯელებენ. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა გუშინ განაცხადა, რომ ე.წ. ”ევრობონდების” საკითხი შეხვედრაზე არ განიხილება. ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ ერთობლივი ევროპული ობლიგაციების გამოშვება ევროზონაში კრიზისის თავიდან აცილების გზაა. გერმანია ამ იდეის წინააღმდეგია, რადგან შიშობს, რომ ”ევრობონდების” გამოშვება მისი ეკონომიკისთვის წამგებიანი იქნება.
XS
SM
MD
LG