Accessibility links

logo-print



































P.S.: დიახ, არაფერი გეჩვენებათ, წერილი ცარიელია. ცარიელია მხოლოდ იმიტომ, რომ, სათაური იმდენად მრავლისმთქმელი მეჩვენა, რომ ჩავთვალე, ჩემი ნაწერი გააუბრალოებდა მას. მხოლოდ განვმარტავ, რატომ „ქეთო და კოტექსი“. თუნდაც მარტო იმიტომ, რომ, თუკი პრეზიდენტს უფლება აქვს, არტისტებს „ჩარეცხილები“ უწოდოს, რატომ მე არ მაქვს უფლება, თანამედროვე ქართულ ესტრადას „კოტექსი“ ვუწოდო? ძველი ოპერის ახალი ვერსია არ მინახავს. მაგრამ აქ ეს არაა მთავარი. მთავარია, რომ პრეზიდენტის და პატრიარქის გემოვნებას ოდნავადაც არ ვენდობი, რომლებმაც ახალი ოპერა ნამდვილ მოვლენად და რევოლუციად შეაფასეს. თუმცა მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ზოგს მღვდელი მოწონს, ზოგს - მღვდლის ცოლი. და კიდევ, მოცემულ შემთხვევაში თვითონ ქეთოშიც ვერ ვხედავ პრობლემას. ჩემი აზრით, პრობლემა სწორედ კოტექსშია, ანუ ჰიგიენურ საფენში, რომელსაც კრიტიკულ დღეებში მოიხმარენ. როგორც ჩანს, საქართველოს კრიტიკული დღეები აქვს. ჰოდა, ქვეყანას მდინარი სისხლის შესაწოვად ერთ მუშტად შეკრული ქართველი (ოღონდ ჩაურეცხავი და პატრიოტი) არტისტებიც ერთგვარ ჰიგიენურ ტამპონად იქცნენ. ძალა ხომ ერთობაშია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG