Accessibility links

logo-print

იუშჩენკო უარს აცხადებს ტიმოშენკოს საქმეზე სასამართლოში ჩვენების მიცემაზე


უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო უარს ამბობს, სასამართლოში მივიდეს და, მოწმის სტატუსით, ჩვენება მისცეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს პროცესზე. კიევის პეჩორის რაიონის სასამართლოს მოსამართლის, როდიონ კირეევის ცნობით, იუშჩენკოს წარმომადგენლები აცხადებენ , რომ ექს-პრეზიდენტი უცხოეთში იმყოფება და მოითხოვენ, რომ სასამართლომ გამოაქვეყნოს იუშჩენკოს ჩვენება, რომელიც მან სასამართლოს დაწყებამდე მისცა გამოძიებას. მოსამართლემ გადაწყვიტა, იუშჩენკოს განმეორებით გამოიძახოს პროცესზე. ტიმოშენკოს ბრალად ედება უფლებამოსილების გადამეტება 2009 წელს, რუსეთთან გაზის მიწოდების თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებისას. 5 აგვისტოდან ექს-პრემიერი პატიმრობაშია. გუშინ სასამართლომ მეექვსედ უარყო მისი ადვოკატების შუამდგომლობა ტიმოშენკოს თავდებით გათავისუფლების შესახებ.
XS
SM
MD
LG