Accessibility links

logo-print

ფხენიანი აღშფოთებას გამოთქვამს სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ერთობლივი მანევრების გამო


ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ მკაცრად დაგმო სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნა, რომელიც დღეს დაიწყო და რომელშიც ორი ქვეყნის 50 ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს (მათგან სამი ათასზე მეტი რეგიონში განთავსებული ამერიკელი ჯარისკაცი და ოფიცერია). ფხენიანი მანევრებს კსდრ-ისთვის სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს არის „ჩრდილოეთ კორეაში შეჭრის რეპეტიცია“. ამერიკელი და სამხრეთკორეელი სამხედროები წვრთნას „გეგმიურს“ უწოდებენ.
XS
SM
MD
LG