Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის სამთავრობო ჯარმა იერიში მიიტანა საპორტო ქალაქ ლატაკიაზე


სირიის შეიარაღებული ძალების ტანკებმა ცეცხლი გაუხსნეს ამ ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე საპორტო ქალაქ ლატაკიას, რომელშიც პრეზიდენტ ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეები არიან გამაგრებული. ადგილობრივ მცხოვრებთა ცნობით, სამთავრობო ჯარმა ქალაქს ალყა შემოარტყა და ახლა მას აღარ მიეწოდება არც ელექტროენერგია და არც წყალი. უფლებადამცველთა შეფასებით, იერიშის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 30 ადამიანი. გაეროს ცნობით, შეტევამ ათასობით პალესტინელი აიძულა, გაქცეულიყო ქალაქში მდებარე ლტოლვილთა ბანაკიდან. პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ლიდერმა იასერ აბედ რაბომ ლატაკიაზე იერიშს „კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული“ უწოდა. მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ქალაქ რამალაში გამოსვლისას, მან განაცხადა: „ტყვიამფრქვევებით და ტანკებით ცეცხლს უშენენ თიხის სახლებს, ხალხს, რომელსაც გასაქცევი არსად აქვს და დამალვითაც კი ვერსად დაიმალება. ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ჩვენ და სირიელ ხალხს ერთი მიზანი და მისწრაფება გვაქვს - მივაღწიოთ მშვიდობას და ღირსეულ ცხოვრებას.“
XS
SM
MD
LG