Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელი ლტოლვილები სირიიდან გარბიან


სირიის ტანკებმა ცეცხლი დაუშინეს ჩრდილოეთში მდებარე საპორტო ქალაქ ლატაკიას, საპროტესტო აქციების ჩასახშობი სამხედრო ოპერაციის მეოთხე დღეს. საპროტესტო აქციები მიმართულია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. უფლებადამცველების ვარაუდით, ტალაკიაზე იერიშმა 30-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გაეროს ინფორმაციით, სროლამ ათასობით პალესტინელს აიძულა ლატაკიაში მდებარე ბანაკიდან გაქცევა. პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ლიდერმა, იასერ აბედ რაბომ იერიშს უწოდა „კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული“. სირიის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ბანდებს ებრძვის, მაგრამ მასზე სულ უფრო იზრდება ზეწოლა ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიების შეწყვეტის მოთხოვნით. აქტივისტების მონაცემებით, სულ ცოტა, 1700 ადამიანია დაღუპული მას შემდეგ, რაც მარტში დაიწყო საპროტესტო აქციები ასადის მმართველობის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG