Accessibility links

logo-print

საფრანგეთი და გერმანია გამოდიან ახალი ინიციატივებით ევროზონისათვის


საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის განცხადებით, საფრანგეთი და გერმანია შეთანხდმნენ წინადადებებზე, რომლებითაც სექტემბერში გამოვლენ და რომლებიც ითვალისწინებს ფინანსური ტრანსაქციების დაბეგვრას, ისევე როგორც ეკონომიკური პოლიტიკის უფრო მჭიდროდ კოორდინირებულ მართვას. სარკოზის განცხადებით, პარიზი და ბერლინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ ევროზონის მმართველი ორგანოს შექმნას - ევროპაში ვალებით გამოწვეული კრიზისის გამო დესტაბილიზებულ საფინანსო ბაზრებზე ნდობის აღსადგენად. სარკოზის განმარტებით, ახალ ორგანოში შევლენ ევროზონის ყველა წევრი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები და წელიწადში ორჯერ გაიმართება მათი შეხვედრა ამ, ახალი ფორმატით. ახალ ორგანოს ეყოლება პრეზიდენტიც, რომელსაც ორნახევარი წლით აირჩევენ. დასაწყისისთვის სარკოზის საუკეთესო კანდიდატად მიაჩნია ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერი, ჰერმან ვან რუმპე. ამ საკითხზე სარკოზიმ ისაუბრა პარიზში, სადაც პრესკონფერენცია გაიმართა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სარკოზის შეხვედრის შემდეგ. დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აპრილსა და ივნისს შორის მონაკვეთში მკვეთრად დაეცა გერმანიის ეკონომიკის ზრდის ტემპი. მოსალოდნელი ნახევარი პროცენტით ზრდის ნაცვლად, მან მხოლოდ 0,1 პროცენტს მიაღწია. ამ ცნობამ უარყოფითად იმოქმედა საფონდო ბირჟებსა და საერთოევროპულ ვალუტა ევროზე.
XS
SM
MD
LG