Accessibility links

logo-print

მარინა საღარაძე: რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად არ ვინიშნები


მსახიობი მარინა საღარაძე უარყოფს გუშინ ქართული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად უნდა დაინიშნოს. მარინა საღარაძემ სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ ახალი თეატრალური სეზონიდან ის თეატრის მმართველის, ზაალ ჩიქობავას მოადგილედ ინიშნება მხატვრულ დარგში. ”მე და რობერტ სტურუა აბსოლუტურად სხვადასხვა წონითი კატეგორიის ხელოვანები ვართ. მე მივდივარ ზაალ ჩიქობავას მოადგილედ მხატვრულ დარგში, არ მესმის, ერთმანეთს რატომ დააკავშირეს ეს ორი მოვლენა" თქვა მარინა საღარაძემ.
XS
SM
MD
LG