Accessibility links

logo-print

სტურუა რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს


რობერტ სტურუა

რობერტ სტურუა

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, რეჟისორი რობერტ სტურუა გაათავისუფლეს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან. „ინტერპრესნიუსი“ იუწყება, რომ ინფორმაციით, რომელიც მას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს, ბრძანებას ხელი მოაწერა მინისტრმა ნიკა რურუამ.

მსახიობი მარინა საღარაძე უარყოფს გუშინ ქართული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად უნდა დაინიშნოს. მარინა საღარაძემ სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ ახალი თეატრალური სეზონიდან ის თეატრის მმართველის, ზაალ ჩიქობავას მოადგილედ ინიშნება მხატვრულ დარგში. ”მე და რობერტ სტურუა აბსოლუტურად სხვადასხვა წონითი კატეგორიის ხელოვანები ვართ. მე მივდივარ ზაალ ჩიქობავას მოადგილედ მხატვრულ დარგში, არ მესმის, ერთმანეთს რატომ დააკავშირეს ეს ორი მოვლენა", თქვა მარინა საღარაძემ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG