Accessibility links

logo-print

ოპოზიციურმა პარტიებმა სტურუასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს


რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან რობერტ სტურუას გათავისუფლების გამო დღეს განცხადება გაავრცელეს ოპოზიციურმა პარტიებმა. ”ახალი მემარჯვენეების” შეფასებით, სტურუას მიმართ ხელისუფლების ნაბიჯს ანგარიშსწორების სახე აქვს. "შესაძლოა, არ ეთანხმებოდე რეჟისორის ამა თუ იმ მოსაზრებას და შეფასებას, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას შელახოს გამოხატვის თავისუფლება, შემოქმედებით საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპი და გადაწყვეტილებები პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე მიიღოს” - ნათქვამია ”ახალი მემარჯვენეების” განცხადებაში. რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან რობერტ სტურუას გათავისუფლება პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა ქართულმა პარტიამ. მისი განცხადებით, ”სააკაშვილის რეჟიმი განაგრძობს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე მოქალაქეების დევნას”.
XS
SM
MD
LG