Accessibility links

logo-print

სტურუას გათავისუფლების მიზეზად მისი ქსენოფობიური გამონათქვამები დაასახელა


რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან რეჟისორ რობერტ სტურუას გათავისუფლების მიზეზად მისი ქსენოფობიური გამონათქვამები დაასახელა საქართველოს კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ. ”ეს ჩემთვის ძალიან პრინციპული საკითხია, რადგან ჩვენი ქვეყანა, რომელიც მოცემულობით მულტიეთნიკური და მულტიკულტურულია, ვერ შეეგუება ქსენოფობიას და ვერ დააფინანსებს ქსენოფობიას” - განაცხადა დღეს რურუამ ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას. მინისტრის თქმით, ქსენოფობიაში იგულისხმება ის გამონათქვამები და ეთნიკური მეტაფორები, რომელსაც ინტერვიუებში სტურუა იყენებდა სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა მიმართ. ნიკოლოზ რურუამ აღნიშნა, რომ თანამდებობიდან რობერტ სტურუას გათავისუფლება იყო არასასიამოვნო, მაგრამ პრონციპული გადაწყვეტილება, რადგან ”ტირაჟირებულ ქსენოფობიას მწვანე შუქი არ უნდა აენთოს დემოკრატიულ ქვეყანაში.” კულტურის მინისტრმა უარყო, რომ თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა საერთოდ უქმდება და განაცხადა, რომ სურვილის შემთხვევაში, რობერტ სტურუას რეჟისორად მუშაობის გაგრძელება შეუძლია.
XS
SM
MD
LG