Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი ჩინეთში ჩავიდა ოთხდღიანი ვიზიტით


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს ჩინეთში ჩავიდა ოთხდღიანი ვიზიტით. ბაიდენი შეხვდება ჩინეთის ხელმძღვანელობას, მათ შორის სი ძინპინს, რომელსაც, როგორც მოსალოდნელია, პრეზიდენტ ჰუ ძინტაოს შემცვლელად დაასახელებენ 2013 წელს. იტყობინებიან, რომ ვიზიტის განმავლობაში მხარეები შეეხებიან შეერთებული შტატების საბიუჯეტო დეფიციტის პრობლემას. ჩინეთი, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა შეერთებული შტატების შემდეგ, ამერიკის ხაზინის 1,2 ტრილიონი დოლარის ოდენობის ვალის მფლობელია. ჩინეთი აკრიტიკებს ამერიკელს პოლიტიკოსებს კრიზისთან დაკავშირებით და მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და თავისი ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში იცხოვროს.
XS
SM
MD
LG