Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰასავიურტის რაიონში რეიდის შედეგად 6 მეამბოხეა მოკლული


დღეს დაღესტანში, ჰასავიურტის რაიონში, რეიდის შედეგად მოკლულია 6 მეამბოხე, დაიღუპა შინაგანი ჯარების ორი სამხედრო მოსამსახურე. როგორც რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი იტყობინება, ექსტრემისტები თავს დაესხნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. ეს უკანასკნელნი ეძებდნენ მეამბოხეებს, რომლებიც გუშინ მათ თანამშრომლებს დაესხნენ თავს და ორი სამხედრო დაჭრეს. მანამდე, იმავე დღეს, რუსეთის ეფ-ეს-ბე-ს თანამშრომლებმა ჰასავიურტში გააუვნებელყვეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ქალაქის ბაზრის მახლობლად მდგომ მანქანაში იყო ჩამონტაჟებული. მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG