Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ განაგრძობს სირიისთვის იარაღის მიყიდვას


მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს სირიისთვის იარაღის მიწოდება, რუსეთის იარაღის ექსპორტიორი „როსობორონექსპორტი“ აცხადებს, რომ ის განაგრძობს დამასკთან დადებული კონტრაქტების შესრულებას. „როსობორონექსპორტის“ გენერალურმა დირექტორმა ანატოლი ისაიკინმა თქვა, რომ მანამდე, სანამ სირიის მიმართ არ არის დაწესებული სანქციები, მისი კომპანია მოვალეა შეასრულოს კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები. სირიამ რუსეთთან ხელი მოაწერა ანტისარაკეტო სისტემების, სამხედრო თვითმფრინავებისა და სხვა შეიარაღების შეძენის თაობაზე კონტრაქტებს. როგორც იტყობინებიან, ეს გარიგება „როსობორონექსპორტის“ გაყიდვების 7 პროცენტს შეადგენს. ზოგიერთი ქვეყანა აკრიტიკებს სირიისთვის იარაღის მიყიდვას მაშინ, როცა სირიის მთავრობა ხუთ თვეზე მეტი ხნის მანძილზე ცდილობს საპროტესტო გამოსვლების ჩახშობას.
XS
SM
MD
LG