Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თურქეთი ისრაელის ბოდიშზე უარს არასოდეს იტყვის"


თურქეთი არასოდეს უარყოფს ისრაელის მიმართ თავის მოთხოვნას, მოიხადოს ბოდიში, ისრაელის სამხედროთა მიერ პროპალესტინურად განწყობილი თავისი ცხრა მოქალაქის დახოცვის გამო. ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ-ტაიპ ერდოანმა განაცხადა. მან თქვა, რომ თუ ისრაელის ხელისუფლებას სურს ანკარასთან უთიერთობების გამოსწორება, მან ბოდიში უნდა მოიხადოს, გადაიხადოს დახოცილების გამო კომპენსაცია და გააუქმოს პალესტინელთა ტერიტორიებზე სატრანსპორტო მიმოსვლის აკრძალვა. ადრე გავრცელდა ცნობა, რომ ისრაელმა კატეგორიუოლად უარყო აშშ-ის წინადადება, ბოდიში მოიხადოს თურქეთის მოქალაქეთა დახოცვის გამო.ისრაელის არმიამ 2010 წელს მიიტანა იერიში ჰუმანატარულ გემზე, რომელსაც პალესტინელთა ტერიტორიაზე ტვირთი მიჰქონდა.
XS
SM
MD
LG