Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიიდან გაეროს თავისი თანამშრომლები გაჰყავს


გაერომ გამოაცხადა, რომ სირიიდან გაიყვანა თავისი 26 თანამშრომელი მათ ოჯახებთან ერთად. სირიის მთავრობა განაგრძობს რეჟიმის მოწინააღმდეგეთა გამოსვლების ჩახშობას. გაეროს საგანგებო შუამავალმა ლიბანში, მაიკლ უილიამსმა განაცხადა, რომ ის ძალიან არის შეშფოთებული საზღვაო ქალაქ ლატაკიაში ვითარების გამო. იქ, აქტივისტების თანახმად, მთავრობის ძალებმა 36 ადამიანი დახოცეს შაბათის შემდეგ. იუწყებიან ასევე, რომ ლატაკიაში დააკავეს და ქალაქის სტადიონზე მოათავსეს ასობით ადამიანი.
XS
SM
MD
LG