Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში იმსჯელეს ირანის ბირთვულ პროგრამაზე


ირანის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს მოსკოვში, სადაც მათ ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო საერთაშორისო მოლაპარაკების განახლების შესაძლებლობა განიხილეს. მიღებული დოკუმენტის თანახმად, გაერომ უნდა შეარბილოს ირანის მიმართ სანქციები, რის სანაცვლოდაც ირანი უპასუხებს იმ საკითხებს, რომელიც მის ბირთვულ საქმიანობას ეხება. დასავლეთი შეშფოთებულია შესაძლებობის გამო, რომ ირანი ბირთულ იარაღზე მუშაობს.
XS
SM
MD
LG