Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს რობერტ სტურუას მხარდასაჭერი აქცია ჩატარდება


დღეს 17:00 საათისათვის კულტურის სამინისტროსთან ჩატარდება აქცია, რომლითაც რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან გათავისუფლებას გააპროტესტებენ. აქციის ორგანიზება სოციალური ქსელებით ხდება. რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან კულტურის მინისტრის ბრძანებით გაათავისუფლეს. ნიკა რურუამ განაცხადა, რომ რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან მის მიერ გამოთქმული "ეთნიკური მეტაფორების" გამო გათავისუფლდა.
XS
SM
MD
LG