Accessibility links

logo-print

ინდოეთში პოლიცია კორუფციასთან მებრძოლს შეუთანხმდა


ინდოეთში პოლიციამ გაათავისუფლა პოლიტიკური აქტივისტი, კორუფციასთან მებრძოლი ანა ჰაზარე და ნება დართო 15 დღის განმავლობაში გაეგრძელებინა შიშილობა დელის ერთ-ერთ პარკში. 74 წლის ჰაზარე პოლიციამ სამშაბათს დააკავა - მას შემდეგ, რაც მან უვადო შიმშილობა გამოაცხადა კორუფციის შესახებ ახალი კანონის გასაპროტესტებლად, რომელიც, მისი აზრით, მეტისმეტად ლმობიერია. მის დაკავებას ქვეყანაში უკმაყოფილების ტალღა და მასობრივი არეულობა მოჰყვა.
XS
SM
MD
LG