Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”კომერსანტი”: ედუარდ კოკოითის სამსახურს შესთავაზებენ მოსკოვში


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ედუარდ კოკოითის, უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ სამსახურს შესთავაზებენ მოსკოვში, ან რუსეთის რომელიმე ფედერალურ ოლქში, გარდა ჩრდილოეთ კავკასიისა და სამხრეთ ოლქებისა - ამის შესახებ რუსეთის სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელზე დაყრდნობით დღეს გაზეთი ”კომერსანტი” იუწყება. მას მოჰყავს წყაროს სიტყვები იმის შესახებ, რომ ”კოკოითი რესპუბლიკას უნდა ჩამოაშორონ, რათა ახალ პრეზიდენტზე ზეგავლენა არ მოახდინოს, თუმცა, რუსეთი მის მიტოვებას არ აპირებს.” სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 13 ნოემბერს გაიმართება. გაზეთი ”კომერსანტი” პრეზიდენტობის რუსეთისთვის მისაღებ კანდიდატად ასახელებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციათა მინისტრს ანატოლი ბიბილოვს. გაზეთი ინფორმირებულ სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ძალოვანი სტრუქტურების მიერ შეთავაზებული ბიბილოვის კანდიდატურა ყველა უწყებასთან უკვე შეთანხმებულია და ამჟამად უმაღლეს დონეზე დამტკიცებას ელის.
XS
SM
MD
LG