Accessibility links

ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე თბილისში შეხვედრა გაიმართა


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე საქართველოს დელეგაციასთან მოლაპარაკების ახალი რაუნდის მოსამზადებლად, თბილისში გაიმართა საქართველოს მთავრობის და შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლების შეხვედრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 17 აგვისტოს გამართული შეხვედრისას განიხილებოდა შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკების მდგომარეობა და მხარეთა პოზიციების დაახლოების შესაძლებლობები. სამინისტროს ინფორმაციაში არ არის მითითებული ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების თემაზე რუსეთისა და საქართველოს მოლაპარაკების ახალი რაუნდის კონკრეტული თარიღი.
XS
SM
MD
LG