Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში 6 ადამიანი დაიღუპა და ორმოცამდე დაიჭრა მეამბოხეთა იერიშების შედეგად


ექვსი ადამიანი დაიღუპა და ორმოცამდე დაიჭრა მეამბოხეთა იერიშების შედეგად ისრაელის სამხრეთში, ეგვიპტის საზღვართან. პოლიციის სპეცრაზმთან სროლის შედეგად მოკლულია 7 თავდამსხმელი. მიმდინარეობს სხვა მოიერიშეების ძიება. როგორც ჩვენი კორესპონდნეტი იტყობინება, ხუთშაბათს მოიერიშეებმა ცეცხლი გაუხსნეს ორ სამგზავრო ავტობუსს და რამდენიმე მანქანას ქალაქ ეილათის მახლობლად. ქალაქ ბეერ-შევასთან ფუგასი აფეთქდა ისრაელის სამხედრო პატრულის გზაზე. ისრაელის სამხრეთში გაძლიერებულია ბლოკსაგუშაგოები, გაძლიერებულ მზადყოფნაშია მოყვანილი არმიისა და პოლიციის დამატებითი შენაერთები. სამხედროთა აზრით, ტერაქტები კარგად იყო მომზადებული.
XS
SM
MD
LG